18:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-03 10:13:13, 377 ნახვა

მსოფლიო
აშშ ისრაელის დახმარების მიზნით ახლო აღმოსავლეთში დამატებით გამანადგურებლებს და საზღვაო ძალების ხომალდებს განათავსებს

ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელის დახმარების მიზნით ახლო აღმოსავლეთში დამატებით გამანადგურებლებს და საზღვაო ძალების ხომალდებს განათავსებს, რადგან ვაშინგტონი თავდაცვის გაძლიერებას ცდილობს ირანისა და მისი მოკავშირეების -  “ჰამასის“ და “ჰეზბოლას“ მუქარის შემდეგ. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, საბრინა სინგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, როგორც ამას Reuters-ი იტყობინება.

სინგის თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გაიმეორა მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ და მინისტრს დამატებითი ზომების შესახებ აცნობა.

“აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ესაუბრა ისრაელის თავდაცვის მინისტრ გალანტს, ირანისა და  მისი პარტნიორ-მარიონეტების მხრიდან დესტაბილიზაციის საფრთხის შესახებ. მდივანმა ოსტინმა გაიმეორა მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ და აცნობა მინისტრს, დამატებითი ზომების შესახებ, რომელიც თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მიმდინარე და სამომავლო ცვლილებებს მოიცავს, რომლებსაც დეპარტამენტი ისრაელის თავდაცვის მხარდასაჭერად მიიღებს“, - განაცახდა პენტაგონის პრესმდივანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics