17:50 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-31 13:23:54, 619 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით ბათუმში კაფე „დაფნა“ გაიხსნა

“თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით ბათუმში კაფე “დაფნა“ გაიხსნა. ამ დრომდე სახლური ხინკლისა და მოდერნისტული ქართული კერძების სივრცე მომხმარებელს მხოლოდ თბილისში, ერთ ლოკაციაზე მასპინძლობდა. 2022 წელს ფორბსის “დაფნა“  “The 12 Best Georgian Restaurants In Tbilisi“ -ის სიაში მოხვდა და ტურისტულ გზამკვლევებში უმაღლესი რეიტინგით სარგებლობს.

 კაფე ბათუმში, მემედ აბაშიძის 43 ნომერში, ისტორიულ შენობაში მასპინძლობს სტუმრებს და იმეორებს თბილისში არსებული ფილიალის მინიმალისტურ კონცეფციას.

“დაფნა“ სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ რამდენიმე წლიანი პარტნიორობისას დავრწმუნდით, რომ მათთვის პრიორიტეტი ხარისხია, სწორედ ამიტომ, ძალიან მარტივად შევთანხმდით ახალი ფილიალისთვის საჭირო აქტივების დაფინანსებაზე.

დარწმუნებულები ვართ, რომ ბათუმს გამორჩეული ლოკაცია შეემატა და მოხარული ვართ, რომ თანამშრომლობის არჩევანი ჩვენზე შეაჩერეს“,- განაცხადა “თიბისი ლიზინგის“ საკრედიტო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნოდარ ბარბაქაძემ.

“თავდაპირველად გაჩნდა გაფართოების იდეა, შემდეგ სურვილი, რომ არა თბილისში, არამედ ბათუმში შეგვექმნა სივრცე, რომელიც სახლური ხინკლით გაუმასპინძლდებოდა სტუმრებს. ვუფრთხილდებით იმ სიყვარულს და ნდობას, რომელიც  დავიმსახურეთ, ამიტომ კაფე “დაფნა“ ბათუმში იმეორებს დამკვიდრებულ ხარისხს და სტანდარტს. იმედი გვაქვს, რომ აქაც გავხდებით მეგობრების თავშეყრის საყვარელი ადგილი“,- განაცხადა კაფე “დაფნას“ დამფუძნებელმა, ნიკოლოზ მამეიშვილმა, 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics