19:56 - 22 Apr, 2026
|
2024-07-31 08:51:50, 411 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუქრი მოკლეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, დაჯგუფება “ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუქრი მოკლეს. ამას შესახებ The Times Of Israel-ი იტყობინება. როგორც მედია წერს, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ შუქრი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჰაჯ მოჰსინი, “ჰეზბოლას“ ყველაზე გავლენიანი სამხედრო მეთაური იყო, რომელსაც დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას უფროს სამხედრო მრჩევლად და “მარჯვენა ხელად“ იცნობდნენ. შეგახსენებთ, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი გუშინ, 30 ივლისს დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ფუად შუქრი გოლანის მაღლობებზე განხორციელებულ თავდასხმას ხელმძღვანელობდა.
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)