19:55 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-29 13:52:40, 358 ნახვა

მსოფლიო
სიკორსკი - უნგრეთი ევროკავშირში სულ უფრო იზოლირებულად გამოიყურება - მისი პოზიცია ყველას აღიზიანებს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ უნგრეთი ევროკავშირში სულ უფრო იზოლირებულად გამოიყურება და მისი პოზიცია სხვა წევრ ქვეყნებს აღიზიანებს. 

როგორც სიკორსკიმ Visegrad Insight-თან ინტერვიუში თქვა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ბოლო სხდომაზე უნგრეთს თავისი პოზიციის გამო წევრი ქვეყნებისგან მხარდაჭერა არ მიუღია.

“უნგრელები იზოლირებულად გამოიყურებიან, როდესაც ევროპასთან ნავთობის მიწოდების საკითხზე სოლიდარობას ითხოვენ. ისინი ვერ იღებენ ამ სოლიდარობას, რადგან ძნელია მეგობრების შეძენა, როცა ეგოიზმით ხარ განმსჭვალული“,- განაცხადა სიკორსკიმ.

სიკორსკიმ გაიხსენა ის, რომ ევროკავშირის საბჭოს ბოლო სხდომაზე  მსჯელობა იყო იმაზე, უნგრეთის პრეზიდენტობის დროს, თუ სად უნდა ჩატარდეს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა, ბუდაპეშტსა თუ ბრიუსელში.

“კომპრომისად მე შევთავაზე მისი ჩატარება უკრაინაში - ან ლვოვში, ან თუნდაც მუკაჩევოში, რასაც თავდაპირველად ენთუზიაზმით შეხვდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და შეგახსენებთ, რომ პრეცედენტი უკვე შეიქმნა - ორი წლის წინ საბჭოს ეს სხდომა კიევში გაიმართა.

თუმცა, ჩვენი შეხვედრის დროს უნგრეთის მინისტრმა, როგორც ჩანს, სხვა ინსტრუქციები მიიღო დედაქალაქიდან და საბოლოოდ იძულებული გახდა, ამ წინადადებისთვის ვეტო დაედო “,- განაცხადა სიკორსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics