21:19 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-25 20:47:06, 482 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის საგარეო - საბრძოლო მზადყოფნის არმიის ყოლა ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა - სომხეთს არ აქვს სხვა მიზანი

საბრძოლო მზადყოფნის არმიის ყოლა ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა და სომხეთს არ აქვს სხვა მიზანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, თავისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაცვის გარდა, - ამის შესახებ აღნიშნულია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სომხეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, არმიის რეფორმების პროცესში სომხეთის რესპუბლიკა მოქმედებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.

"სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის დიპლომატიური არხებით და საჯაროდ გაცხადებული წინადადებები სასაზღვრო ინციდენტების ან/და მათ შესახებ ინფორმაციის გამოსაძიებლად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ერთობლივი მექანიზმის შექმნის მიზნით, კვლავაც აზერბაიჯანის მხრიდან უპასუხოდ რჩება.

ასეთი მექანიზმის ამოქმედება შესაძლებელს გახდის, გაირკვეს ნებისმიერი ვითარება და თავიდან იქნეს აცილებული ცრუ ინფორმაციის გავრცელება. ამავე დროს, მიუღებელია სომხეთის რესპუბლიკის ესკალაციურ რიტორიკაში ჩართვის მცდელობები.

სომხეთის მთავრობა რჩება მშვიდობის დღის წესრიგის ერთგული და არ გადაუხვევს ამ სტრატეგიას. ასევე, შეგახსენებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკამ დიპლომატიური არხებით და საჯაროდ შესთავაზა აზერბაიჯანს, შეიქმნას შეიარაღების კონტროლის ორმხრივი მექანიზმი და ხელი მოეწეროს შესაბამის შეთანხმებას, რაც აზერბაიჯანმაც უპასუხოდ დატოვა. მიუხედავად ამისა, ეს შეთავაზებაც ძალაში რჩება", - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics