|
2024-07-25 16:07:56, 557 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - ჰარისი თეთრ სახლში თუ შევა, ყველაზე რადიკალი, უკიდურესად მემარცხენე ექსტრემისტი იქნება
ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი თეთრ სახლში თუ შევა, იქნება ყველაზე რადიკალი, უკიდურესად მემარცხენე ექსტრემისტი, ვინც ოდესმე დაიკავებს თეთრ სახლს - არასდროს ყოფილა ასეთი გიჟი თეთრ სახლში,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა. ტრამპის თქმით, "დემოკრატების" დამარცხება აუცილებელია, რადგან "სხვა შემთხვევაში ქვეყანა აღარ დარჩება". "ახლა ჩვენ გვყავს დასამარცხებელი ახალი მსხვერპლი, მატყუარა კამალა. ყველაზე არაკომპეტენტური და მემარცხენე ვიცე-პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში. ახლა მოიყვანეს ის, ვინც ბაიდენზე უარესია, რადგან ბაიდენი ყალბი ლიბერალია. ბაიდენი არც ისე ლიბერალი იყო. ის ყალბი იყო. კამალა ჰარისი ნამდვილი ლიბერალია. და მას აქვს ახალი ხაზი, თქვენ იცით, ის ამბობს: "მე ვარ პროკურორი“. ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პროკურორია. მან გაანადგურა სან-ფრანცისკო. მათი კამპანია ამბობს, "მე ვარ პროკურორი და ის არის მსჯავრდებული“. ეს მათი კამპანიაა. არა მგონია, ხალხმა ეს იყიდოს. თუ კამალა ასე თავხედურად გატყუებთ ჯო ბაიდენის გონებრივი უუნარობის თაობაზე, მაშინ ის მოგატყუებთ ნებისმიერ რამეზე. მისი ნდობა არასდროს შეიძლება. ისევე, როგორც თაღლითი ჯო ბაიდენი, კამალა ჰარისიც უვარგისია ლიდერობისთვის. ის დაანგრევს ჩვენს ქვეყანას ერთ წელიწადში. ეს ქვეყანა განადგურდება. ხმა კამალასთვის, არის ხმის მიცემა კიდევ ოთხი წლით უსინდისობისთვის, არაკომპეტენტურობისთვის, სისუსტისა და წარუმატებლობისთვის“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)