|
2024-07-24 15:15:18, 496 ნახვა
რეგიონი
ქედის მერი წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა
ქედის მუნიციპალიტეტს ევროპის ჩემპიონატზე ქვიშის ჭიდაობაში 3 ოქროს მედალოსანი ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, დღეს მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, პირველი მოადგილე იმედა ვასაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე წარმატებულ სპორტსმენებს, მწვრთნელებს და ააიპ სასპორტო სკოლის ხელმძღვანელს მანუჩარ ჯიჯავაძეს შეხვდნენ. “რუმინეთში ქალაქ ტიმიშოარაში, ქვიშის ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე 15, 17 და 20 წლამდელთა ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა მონაწილეობა პირველად მიიღო, სადაც ქედის მუნიციპალიტეტიდან ოთხი ფალავანი ასპარეზობდა, მათგან სამმა სპორტსმენმა სამი ოქროს მედალი მოიპოვა. ლუკა მახარაძე (65კგ) U15 ზებურ აბაშიძე (75კგ) U15 კობა გოგუაძე (70კგ) U17 ქედის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ჯემალ კილაძეს და სპორტსმენებს ღირსეულ ასპარეზობას და წარმატებებს უსურვებს. გამარჯვებულ ფალავნებს და მწვრთნელებს ქედის მუნიციპალიტეტის მერია ფულად ჯილდოს გადასცემს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)