2024-07-23 14:33:00, 392 ნახვა
მსოფლიო
სიცილიაზე ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო აეროპორტი დაიხურა
სიცილიის ქალაქ კატანიაში ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო აეროპორტი დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ვულკანი ბოლო დღეებია, ლავასა და ფერფლს აფრქვევს, რის გამოც, აეროპორტში ყველა რეისის მიღება და გამგზავრება შეჩერებულია.
ადმინისტრაციის ცნობით, აეროპორტი მუშაობას ნორმალურ რეჟიმში განაახლებს, როგორც კი ფერფლის ამოფრქვევა შეწყდება.
ცნობისთვის, ეტნა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,