16:57 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-22 15:19:24, 371 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნის შესახებ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება არ გაგვკვირვებია

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნის შესახებ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებიათ.

მისი თქმით, რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება.

“სიმართლე რომ ვთქვათ, ბოლო წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენებმა გვასწავლა, რომ არაფერი უნდა გვიკვირდეს. ამიტომ დიდად გაოცებული არ ვიყავით. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი “სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ და ჩვენი მიზნებია“,- განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 21 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა და "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მანვე განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე "დემოკრატების" კანდიდატად მხარს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics