10:53 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-22 10:11:14, 479 ნახვა

მსოფლიო
შოლცი - ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, აღარ იყაროს კენჭი, პატივისცემას იმსახურებს

ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, აღარ იყაროს კენჭი, პატივისცემას იმსახურებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სოციალურ ქსელში დაწერა.

შოლცის თქმით, ბაიდენის დამსახურებაა, რომ გერმანიისთვის ამერიკის შეერთებული შტატები კარგი პარტნიორია.

“ჩემმა მეგობარმა, ჯო ბაიდენმა ბევრს მიაღწია თავისი ქვეყნისთვის, ევროპისთვის, მსოფლიოსთვის. მისი წყალობით ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა მჭიდროა, ნატო ძლიერია, აშშ კი ჩვენთვის კარგი და საიმედო პარტნიორია. მისი გადაწყვეტილება, აღარ იყაროს კენჭი, პატივისცემას იმსახურებს“, – წერს ოლაფ შოლცი.

შეგახსენებთ, გუშინ, 21 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა და "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მანვე განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე "დემოკრატების" კანდიდატად მხარს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics