14:47 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 14:38:48, 561 ნახვა

საზოგადოება
მაზნიაშვილის N33-ში ახალი სკვერი მოწყობა

ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე მაზნიაშვილის N33-ში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და აღნიშნული მისამართის მიმდებარედ არსებული სკვერის კეთილმოწყობის პროექტი გააცნო.

„მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე გამგეობის მიერ მომზადდა ახალი სკვერის მოწყობის პროექტი, რომელიც გავაცანით მოქალქეებს.  მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა ქალაქის გალამაზებასა და კეთილმოწყობაში. უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე და ქალაქს კიდევ ერთი სკვერი შეემატება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სკვერში განთავსდება ახალი სკამები და ნაგვის ურნები, დამონტაჟდება განათება, მოეწყობა სავალი ბილიკები. 

ჩუღურეთის რაიონში 2016 წლისთვის დაგეგმილია არსებული 30 სკვერის რეაბილიტაცია და 4 ახალის სკვერის მოწყობა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics