18:30 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 13:32:28, 742 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი: გათვალისწინებული გვაქვს მმართველობის ამომწურავი რეფორმა, რაც მთავრობის ერთიანი ფრონტ-ოფისის შექმნას გულისხმობს

ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს მმართველობის ამომწურავი რეფორმა, რაც გულისხმობს მთავრობის ერთიანი ფრონტ-ოფისის შექმნას, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, - ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ინვესტორთა საბჭოს სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა ინვესტორთა საბჭოს წევრებს განუმარტა, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება სპეციალური სამსახური, რომელიც გააკონტროლებს სხვადასხვა სამინისტროსა თუ სააგენტოს მიერ პროექტების განხორციელების მიმდინარეობას.

„ინვესტორებთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი შეიცავს მნიშვნელოვან საკითხებს, ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებების ჩათვლით. ახლახანს ჩვენ ჩამოვაყალიბეთ რეფორმების ოთხპუნქტიანი დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს საგადასახადო რეფორმას, ადმინისტრაციული და საკანონმდებლო ცვლილებების ჩათვლით. მომდევნო დღეებში პრემიერ-მინისტრის აპარატთან ჩვენ შევქმნით სპეციალურ სამსახურს, რომელიც გააკონტროლებს სხვადასხვა სამინისტროსა თუ სააგენტოს მიერ პროექტების შესრულებას. რეფორმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბლოკი მოიცავს რეგიონალურ განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების დაჩქარებას“, - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ მთავრობის მიერ დასახული მიზნების გახორციელებისთვის აუცილებელია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარება.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-2 სხდომა იმართება. სხდომის დღის წესრიგში ხუთი საკითხია განსახილველი. საბჭოს წევრები იმსჯელებენ საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდისა და საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების შესახებ.

საბჭოს სხდომაში მონაწილეობენ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერა, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სარა უილიამსონი, საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ჟან ვან ბილსენი, ასევე, აზიის განვითარების ბანკისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციური ამტკიცებს რომ დავით ფეიქრიშვილმა მინები ჩაამტვრია და თვითდაზიანება სცადა, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი - შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში. იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს
ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, გოგამ თვითდაზიანება მიიყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics