|
2024-07-17 14:55:29, 511 ნახვა
საზოგადოება
სექტემბრიდან საქართველოში ჩინური ავიაკომპანია AIR CHINA პირდაპირ ფრენებს იწყებს
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის პირდაპირი სამგზავრო რეისების განხორციელებით ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანია AIR CHINA არის დაინტერესებული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, AIR CHINA ავიარეისების შესრულებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან, თბილისსა და ურუმჩის შორის კვირაში 3 სიხშირით განიხილავს. "საქართველოსა და ჩინეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებამ დამატებით სტიმული მისცა მოლაპარაკებებს სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების, მათ შორის, პირდაპირი ფრენების სიხშირეთა გაზრდისა და ფრენების გეოგრაფიის გაფართოების მიმართულებით. დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს China Southern Airlines-ი ასრულებს. გასული წლიდან ავიაკომპანიამ ეტაპობრივად გაზარდა ოპერირების სიხშირე და ამჟამად ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად ასრულებს. 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია China Southern Airlines-მა საქართველოსა და ჩინეთს შორის 19 991 მგზავრი გადაიყვანა. 2023 წელს, ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 48 304 შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 554.5%-იანი მატებაა. 2024 წლის ორი კვარტლის მონაცემებით კი ჩინეთიდან 32 853 ვიზიტი განხორციელდა. ზრდამ 2023 წელთან შედარებით 159.5% შეადგინა. ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადის ზრდას და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)