|
2024-07-17 13:09:25, 308 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ პარტნიორი თეთრეულისა და ტექსტილის დასუფთავების კომპანია “ვინ ვეის“პრიორიტეტი ხარისხია
საქართველოში სასტუმროების ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური, სწრაფად განვითარებადი სფეროა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში, წლის განმავლობაში, სასტუმროებით 5 მილიონამდე უცხოელი და ადგილობრივი სარგებლობს, თავად სასტუმროების თუ სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობა კი 3000-მდეა. სასტუმროებთან დაკავშირებული ბიზნესებიც, მთელი სექტორის კვალდაკვალ, სწრაფად ვითარდება. სასტუმროების ხარისხიანი, გამართული მომსახურება სამრეცხაოთი და ქიმწმენდით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რაც მთლიანი სფეროს შეუფერხებელ ფუნქციონირებას განსაზღვრავს. რამდენიმე თვის წინ დაარსებული კომპანია "ვინ ვეი" სწორედ ამ, თეთრეულისა და ტექსტილის დასუფთავების, მომსახურებას უწევს სასტუმროებს. კომპანია ახალია, თუმცა ერთ-ერთ დამფუძნებლისთვის, ეკატერინე დევდარიანისთვის და მისი პარტნიორისთვის ნანა კაცაძისთვის, ეს პირველი ბიზნესი არაა. "პროფესიით იურისტი ვარ, ამ სფეროში ვმუშაობ და, პარალელურად, რამდენიმე ბიზნესსაც ვმართავ – გადაზიდვებითა და უძრავი ქონების შეძენა-გაქირავებით ვარ დაკავებული. ნანა ეკონომისტია, თუმცა ამ ეტაპზე რამდენიმე ბიზნესს მართავს. სასტუმროების სფეროთი მე და ჩემი პარტნიორი მას მერე დავინტერესდით, რაც მეგობარმა, რომელიც კახეთში მდებარე სასტუმრო Holiday Inn-ის მფლობელია, შემოგვთავაზა, დაგვეარსებინა ასეთი კომპანია, რადგან კახეთის რეგიონში მსგავსი მომსახურება არ არსებობდა. იდეა მოგვეწონა და მაშინვე შევუდექით ბაზრის შესწავლას და ბიზნესის დეტალებში გარკვევას". კომპანიამ მალევე შეიძინა თურქული წარმოების სამრეწველო დანადგარები – სარეცხი, საშრობი, ქიმწმენდის აპარატები, უთოები და შესაბამისი დამხმარე აღჭურვილობა. "სწორედ ამ დანადგარების შესაძენად დაგვჭირდა ბანკის სესხი. აქამდე ბიზნეს სესხებთან არ მქონია შეხება. სიმართლე ითქვას, "თიბისი" ბანკის მიმართ თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ შევიტყვე ბიზნეს-სესხების შესახებ და მაინც გადავწყვიტე, მეცადა. აქედან დაიწყო ჩემი თანამშრომლობა "თიბისისთან" და ბანკისადმი დამოკიდებულების შეცვლა – მივხვდი, რომ შესანიშნავ გუნდთან აღმოვჩნდი და ექსპერტიც ძალიან კარგი შემხვდა". ამ დანადგარებით კომპანიის წარმადობა თვეში 30 ტონა იქნება. ბიზნესი საშუალო და დიდ სასტუმროებთან თანამშრომლობაზეა გათვლილი. სასტუმროებთან თანამშრომლობა, რომლებსაც 40 ნომერზე ნაკლები აქვთ, დანადგარების მასშტაბიდან გამომდინარე, წამგებიანია. როგორც ყველა ბიზნესის შემთხვევაში, "ვინ ვეის" დაფუძნებას და საქმიანობის წამოწყებას არაერთი სირთულე ახლდა. "ბიზნესმა დამატებითი კაპიტალიზაცია მოითხოვა, დამატებითი ტექნიკური საკითხების გადაჭრა გახდა საჭირო, რამაც სრულფასოვნად ამუშავება მცირე ხნით გადაავადა. მაგალითად, ბიზნესის ფუნქციონირებისთვის, რამდენიმე სახის ტრანსპორტია საჭირო. შედარებით პატარა ტევადობის ტრანსპორტი და დიდი ტევადობის სატვირთო მანქანა, რომელიც დიდ სასტუმროებს მოემსახურება. გარდა ამისა, კიდევ ბევრი დამხმარე საშუალებაა შესაძენი. ახლა სწორედ ამ ეტაპზე ვართ". ბაზარზე არსებულ, ამ სფეროში მომუშავე დიდ კომპანიებს ბრუნვაც დიდი აქვთ, რაც ხშირად ხარისხზე აისახება. "ვინ ვეი" სწორედ აქ ხედავს თავის ძლიერ მხარეს – ხარისხი კომპანიის პრიორიტეტია, სტარტაპის მასშტაბი კი – ხარისხის შენარჩუნების საშუალება და, შესაბამისად, უპირატესობა.
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
ესტონეთი ევროკავშირს „ქართული რეჟიმის“ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
პირთა ჯგუფი ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, ყალბ ჯანმრთელობის ცნობებს ამზადებდა და 30 წვევამდელიდან ასი ათას ლარზე მეტი აიღო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)