17:21 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-17 11:45:46, 600 ნახვა

ომი უკრაინაში
მიშელი - ორბანს არ აქვს მანდატი, უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, EU-ის სახელით იმოქმედოს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წერილს პასუხობს და აღნიშნავს, რომ ორბანს, უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ევროკავშირის მანდატი არ აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მიშელი წერილში ასევე უარყოფს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მტკიცებას, რომ ევროკავშირი უკრაინაში "ომის მომხრე" პოლიტიკას ატარებდა.

"საბჭოს როტაციული თავმჯდომარე ქვეყანა არანაირ როლს არ ასრულებს კავშირის წარმომადგენლობაში საერთაშორისო ასპარეზზე და არ მიუღია მანდატი, რომ იმოქმედოს კავშირის სახელით... ეს სრულიად საპირისპიროა. რუსეთი არის აგრესორი და უკრაინა არის მსხვერპლი, რომელიც იყენებს თავდაცვის ლეგიტიმურ უფლებას",- ნათქვამია მიშელის წერილში.

შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას შემდეგ, რაც უკრაინის, რუსეთის, ჩინეთის ლიდერებსა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრები გამართა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა. წერილში ნათქვამი იყო, რომ "ამერიკის შეერთებული შტატების "რესპუბლიკური პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი მზად არის, დაუყოვნებლივ იმოქმედოს, როგორც მშვიდობის შუამავალმა რუსეთ-უკრაინის ომში, თუ მას ნოემბერში აირჩევენ". ორბანმა ევროკავშირის ლიდერებს "რუსეთთან დიპლომატიური კომუნიკაციის პირდაპირი ხაზების ხელახლა გახსნა", კიევთან მაღალი დონის კონტაქტების შენარჩუნება და "მომავალი სამშვიდობო კონფერენციის მოდალობაზე" ჩინეთთან მოლაპარაკებების წარმოებაც შესთავაზა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics