2024-07-16 15:08:26, 480 ნახვა
მსოფლიო
რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, კენჭისყრაში მონაწილეობა 623-მა დეპუტატმა მიიღო, ხოლო მეცოლას კანდიდატურას მხარი 562-მა დელეგანტმა დაუჭირა.
მეცოლა ევროპარლამენტის 720 წევრს ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტის პრეზიდენტობისთვის 2 კანდიდატი იბრძოდა, რობერტა მეცოლა და ესპანელი ირენ მონტერო.
აღსანიშნავია, რომ მეცოლა აღნიშნულ თანამდებობაზე პირველად 2022 წლის იანვარში აირჩიეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,