|
2024-07-16 14:32:09, 624 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ორბანი EU-ის ლიდერებს რუსეთთან „დიპლომატიური კომუნიკაციის გახსნას“ და ჩინეთთან მოლაპარაკებების წარმოებას სთავაზობს
ამერიკის შეერთებული შტატების "რესპუბლიკური პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი მზად არის, დაუყოვნებლივ იმოქმედოს, როგორც მშვიდობის შუამავალმა რუსეთ-უკრაინის ომში, თუ მას ნოემბერში აირჩევენ,- ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის ლიდერებს მისწერა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, წერილი, რომელიც ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს გაუგზავნა და გაზიარებულია ყველა ლიდერთან, მას შემდეგ დაიწერა, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები უკრაინის, რუსეთის, ჩინეთის ლიდერებსა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართა. ”მე შემიძლია (...) დანამდვილებით განვაცხადო, რომ არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე, ის (დონალდ ტრამპი) არ დაელოდება ინაუგურაციას, მზად იქნება, დაუყოვნებლივ იმოქმედოს მშვიდობის შუამავლის როლში. მას ამის დეტალური და დასაბუთებული გეგმები აქვს",- წერს ორბანი წერილში. ევროკავშირის ლიდერებისადმი მიწერილ წერილში ორბანი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი "უზარმაზარ ძალისხმევას იყენებს" საარჩევნო რბოლაში დარჩენისთვის და ვარაუდობს, რომ მას "არ შეუძლია, შეცვალოს აშშ-ის ამჟამინდელი პრო-ომის პოლიტიკა". უნგრეთის ლიდერი წერილში უთითებს, რომ ტრამპის გამარჯვება "შეცვლიდა ტვირთს აშშ-სა და ევროკავშირს შორის, როდესაც საქმე ეხება უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას, ევროპელების საზიანოდ". ორბანის თქმით, "ჩვენმა ევროპულმა სტრატეგიამ ტრანსატლანტიკური ერთიანობის სახელით დააკოპირა აშშ-ის პრო-ომის პოლიტიკა. ჩვენ აქამდე არ გვქონია სუვერენული და დამოუკიდებელი ევროპული სტრატეგია ან პოლიტიკური სამოქმედო გეგმა". ორბანი ევროკავშირის ლიდერებს "რუსეთთან დიპლომატიური კომუნიკაციის პირდაპირი ხაზების ხელახლა გახსნას", კიევთან მაღალი დონის კონტაქტების შენარჩუნებასა და "მომავალი სამშვიდობო კონფერენციის მოდალობაზე" ჩინეთთან მოლაპარაკებების წარმოებას სთავაზობს.
სერბულმა ტელეარხმა RTV-მ მაყურებელს წლების განმავლობაში ინფორმაციის ფალსიფიკაციის გამო ბოდიში მოუხადა
„როსსელხოზნადზორი“ საქართველოში ხილ-ბოსტნეულის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა
კანონპროექტის თანახმად, კაზინოები საერთაშორისო ტურნირების ჩატარებისას საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ
ლილოს ბაზრობა "ოცნების" მთავარი დამფინანსებელია - მფლობელებმა პარტიას 3,5 მლნ. აჩუქეს - TI
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)