|
2024-07-16 12:24:31, 399 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ TechXplore ღონისძიება
„TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში, "თიბისიმ" USAID-თან პარტნიორობით, განსხვავებული კონცეფციისა და გამოცდილების ტექღონისძიება TechXplore გამართა, რომელსაც კახა ბენდუქიძის კამპუსმა უმასპინძლა. TechXplore-ის მიზანია, ხელი შეუწყოს მულტიფუნქციურ გუნდებში მუშაობის გამოცდილების მიღებას, პროექტის ფარგლებში აკუმულირებული ცოდნის დემონსტრირებასა და პრაქტიკაში ინტეგრაციას, კომუნიკაციის, კოლაბორაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას. ოთხი დღის განმავლობაში გუნდებმა, რომლებიც დაკომპლექტდნენ ტექნოლოგიურ სფეროში სხვადასხვა მიმართულებების კომპეტენციების მქონე მონაწილეებით, მენტორებისა და ეჯაილ ქოუჩების ჩართულობით, იმუშავეს იდეის ირგვლივ, რომლის მიზანი კონკრეტული პროექტის ტექგადაწყვეტის შექმნა იყო. TechXplore-ის მეოთხე დღეს გუნდებმა ინოვაციური ტექიდეები და პროექტები წარადგინეს. გამარჯვებულებს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების (Microsoft, Nvidia) 15 000 ლარის აქციები გადაეცათ საჩუქრად. I ადგილი - გუნდი Firewall პროექტით „Claimsmart“. Claimsmart სადაზღვეო ურთიერთობის ხელშეკრულების გაფორმებისას სმარტ კონტრაქტის გენერაციას ახდენს, ხოლო სადაზღვეო შემთხვევის დადგომისას სმარტ კონტრაქტით დაზღვეულს ავტომატურად ანაზღაურდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. II ადგილი - გუნდი CTRL C. წევრებმა წარადგინეს პლატფორმა და აპლიკაცია „E-სწავლე“. ეს არის ყველასთვის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მორგებულია, როგორც კომპანიების, ისე დამოუკიდებელი ლექტორებისა და ტექნიკური განათლების მსურველთა ინტერესებზე. "თიბისი" ინვესტიციების რჩეული კი გახდა გუნდი FUTURISIERS. გუნდის წევრებმა წარმოადგინეს პროექტი „Investify Kids“, საინვესტიციო-სასწავლო პლატფორმა/აპლიკაცია, რომელიც შექმნილია სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის. პლატფორმა იყენებს სიმულაციურ საინვესტიციო თამაშებს, რათა სახალისო და ინტერაქტიული გზით, მოზარდებში გაზარდოს ფინანსური ცოდნის დონე და საინვესტიციო უნარები. დაჯილდოების ფარგლებში "თიბისი" ტექმა თავისი რჩეული გუნდიც გამოავლინა და ტექნოლოგიურად ყველაზე გამართული პროდუქტის შექმნისთვის გუნდი „მე-6 ელემენტი“ დაასაჩუქრა. ასევე, ერთ-ერთმა ტექლიდმა თავისი რჩეული გუნდიც დაასახელა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა არსებული იდეისა და MVP-ს საბოლოო პროდუქტად ქცევასა და ბაზარზე გაშვებაში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის ,,TBC X USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის” 150-მდე მონაწილემ. ასევე, სფეროს ტექლიდებმა, მენტორებმა და Agile ქოუჩებმა. TechXplore-ის მენტორინგ პროცესში მონაწილეობდნენ ტექლიდები, როგორც "თიბისიდან", ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან - Space International, Spectre და TEGETA Holding, რომლებმაც ასევე საჩუქრები გადასცეს გამარჯვებულებს.
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)