|
2016-02-17 11:46:09, 606 ნახვა
საზოგადოება
#წერექართულად პროექტის ფარგლებში ფონტების ინჟინერიის შემსწავლელი კურსები დაიწყო
„თიბისი ბანკის“ პროექტის, #წერექართულად ფარგლებში დაინტერესებული პირები კომპიუტერისა და ელექტრონული მოწყობილობებისთვის ფონტების შექმნას შეისწავლიან. პროექტს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ლაბორატორია, „ჯეოლაბი" და თიბისი ბანკი, კომპანია Monotype Imaging-ის მხარდაჭერით ახორციელებენ და მისი მიზანია ქართველი დიზაინერების ფონტების გაციფრულებაში მომზადება. ფონტების ინჟინერიის შემსწავლელი კურსები რვა ლექციისაგან შედგება. 2 თვის განმავლობაში, დაინტერესებული პირები შრიფტის აგებისა და მისი ტექნიკური დამუშავების შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ. მასტერკლასებს მსოფლიოში წამყვანი კომპანიის Monotype-ის ფონტების ინჟინრები იან კარვატი, ფილიპ ბლეზეკი და ამავე კომპანიის ქართველი კონსულტანტ-დიზაინერი აკაკი რაზმაძე ჩაატარებენ. მასტერკლასების დასრულების შემდეგ, კურსის მონაწილეები #წერექართულად პროექტის ფარგლებში დაგეგმილ კონკურსში გამარჯვებული შრიფტებისათვის ფონტებს შექმნიან. ასევე მათ მიერ გაკეთებული ფონტები კულტურული მემკვიდრეობის გაციფრულების პროექტში იქნება გამოყენებული. ფონტების ინჟინერიის კურსებზე დარეგისტრირება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო, 400-მდე შემოსული აპლიკაციის შედეგად 25 საუკეთესო აპლიკანტი შეირჩა. ისინი ფონტების ინჟინერიის შემსწავლელი კურსების ფარგლებში, ახალ უნარებს დაეუფლებიან. Monotype Imaging ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა მსოფლიოში, რომლის სახელსაც უკავშირდება ისეთი ფონტები, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ. მაგალითად, Helvetica, Times New Roman და სხვა.
(R)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)