20:25 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-14 14:32:36, 836 ნახვა

სხვადასხვა
ვერ ვიტან რესპუბლიკელებს და დონალდ ტრამპს - რას ამბობდა 20 წლის მსროლელი

მამაკაცი, რომელმაც დონალდ ტრამპის მოკვლა სცადა, არის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი, ნათქვამია აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაში.

კრუკსი იყო ბეთელ პარკიდან, პენსილვანია, განაცხადა FBI-მა. ეს ქალაქი ბატლერიდან დაახლოებით 70 კილომეტრშია, სადაც მკვლელობის მცდელობა მოხდა.

გავრცელდა ვიდეო, თომას კრუკსის სოციალური ქსელიდან სადაც ის ამბობს, რომ ვერ იტანს რესპუბლიკელებს და დონალდ ტრამპს.

"ვერ ვიტან და მეზიზღებიან რესპუბლიკელები, ვერ ვიტან დონალდ ტრამპს, თქვენ ცუდი ბიჭი აირჩიეთ, ძალიან ცუდი" - ამბობს ერთ-ერთ ვიდეოში მსროლელი.

CNN წერს, რომ კრუქსი 2022 წელს დაამთავრებდა სკოლას, ეს შეიძლება ყოფილიყო პირველი არჩევნები, რომელშიც მას ხმის მიცემის უფლება ექნებოდა. ამასთან, ის, ისევე როგორც ტრამპი, რესპუბლიკელია, თუმცა 2021 წელს მან დემოკრატებს მცირე შემოწირულობა გაუწია..

 

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. FBI-ის ცნობით, მას არ აქვს წინა სისხლის სამართლის ბრალდება. კრუქსი დარეგისტრირდა ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზაში რესპუბლიკელების მხარდამჭერად ხმის მისაცემად. მისი მოტივები ზუსტდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics