18:09 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-12 17:30:26, 1030 ნახვა

რეგიონი
აჭარაში, მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის და მემთეურების ავადობის უფასო კვლევა მიმდინარეობს

აჭარაში, მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის და მემთეურების ავადობის უფასო კვლევა მიმდინარეობს. ვიზიტების ფარგლებში მოსახლეობას უტარდება სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია და დიაგნოსტიკური კვლევა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამჯერად, სამედიცინო ბრიგადის მორიგი ვიზიტი ქედის მუნიციპალიტეტის მთა ნაკონაღვარში შედგა. საზაფხულო იალაღზე მყოფი მოსახლეობის კვლევის პროცესს ადგილზე გაეცნო აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, ავთანდილ ფუტკარაძე.

"წელს პირველად დავიწყეთ აჭარის მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობის და მემთეურების ავადობის უფასო კვლევა. რომლის მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული შეფასებისა და სხვადასხვა პათოლოგიის თავიდან აცილება. პროგრამის ფარგლებში ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების ცენტრებისგან დაშორებულ სოფლის ამბულატორიებსა და საზაფხულო იალაღებზე უკვე განხორციელდა 14 ვიზიტი, გამოკვლეულია 600-მდე ბენეფიციარი. სამედიცინო ბრიგადების ვიზიტები დასრულდა სოფლებში და ამიერიდან გაგრძელდება მთებში", - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

პროგრამას - "აჭარის მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობის და მემთეურთა ავადობის უფასო კვლევა" აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს. სამედიცინო გამოკვლევებში ჩართულია ოჯახის ექიმი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, რადიოლოგი. საჭიროების შემთხვევაში გაიცემა მედიკამენტების პაკეტი. პროგრამას ახორციელებს კლინიკა "მედფემი".









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics