17:00 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-12 12:06:19, 715 ნახვა

ომი უკრაინაში
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მოსთხოვა რუსეთს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ჯარები გაიყვანოს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო უკრაინის მიერ შეთავაზებული რეზოლუცია, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებას შეეხებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, რეზოლუციით რუსეთს მოეთხოვება, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები ატომური ელექტროსადგურიდან და დაუბრუნოს იგი კიევის სრულ კონტროლს.

ასამბლეამ, რომელიც 193 სახელმწიფოს მოიცავს, რეზოლუციას მხარი 99 ხმით დაუჭირა, 9 სახელმწიფო წინააღმდეგ წავიდა. (TASS-ის ცნობით, ესენი იყვნენ: ბელარუსი, ბურუნდი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ერითრეა, მალი, რუსეთი, ნიკარაგუა და სირია) 60-მა სახელმწიფომ კი, პოზიციის დაფიქსირებისგან  თავი შეიკავა.

კენჭისყრამდე უკრაინის ელჩმა გაეროში, სერგეი კისლიცამ გენერალური ასამბლეის მონაწილეებს დოკუმენტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ეს არის ჩვენი მოვალეობა მომავალი თაობების წინაშე. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბირთვული კატასტროფების საშინელება აღარასდროს განმეორდეს“, - აღნიშნა კისლიცამ.

შეგახსენებთ, რუსულმა ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე დაიკავეს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მას შემდეგ ელექტროენერგიას ვერ აწარმოებს, ის თავად მოითხოვს ელექტროენერგიის მუდმივ მიწოდებას ერთ-ერთი რეაქტორის გასაგრილებლად, რომელიც მთლიანად არ არის გამორთული ქსელიდან.  პერიოდულად სადგური დაბომბვას ექვემდებარება, რაშიც მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics