|
2024-07-12 11:05:04, 427 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია, მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად, კოლხეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად, კოლხეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარმოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მედიატურის ფარგლებში, მონაწილეებმა, მინისტრთან ერთად, საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული და პოპულარული დაცული ტერიტორია, კოლხეთის ეროვნული პარკი დაათვალიერეს, რომელსაც UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მოპოვებული. მედიატურის მონაწილეები საქართველოს პოპულარულ და გამორჩეულ დაცულ ტერიტორიებს, ოკაცეს კანიონს, ოკაცეს ჩანჩქერს, თეთრა მღვიმეს და კოლხეთის ეროვნულ პარკს ეწვივნენ. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ ყველა იმ აქტივობას, რომლის განხორციელებაც ეროვნულ პარკში სტუმრობისას არის შესაძლებელი. „დაცული ტერიტორიების განვითარება ერთ-ერთი ის მიმართულებაა, სადაც გვაქვს თვალსაჩინო პროგრესი. ყოველწლიურად ვაარსებთ ახალ დაცულ ტერიტორიებს; ბოლო 10 წლის განმავლობაში, ქვეყანაში 30-ზე მეტი ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა. დღეს უკვე 100 დაცული ტერიტორია გვაქვს, რომლის ფართობი 900 000 ჰა-ზე მეტია. წელს გურიაში დაარსდა ახალი ეროვნული პარკი, აქტიურად ვმუშაობთ რაჭაში არსებული დაცული ტერიტორიის გაფართოებაზე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში დაცული ტერიტორიის შექმნაზე. აღნიშნული, პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია ჩვენი უნიკალური ბუნების დაცვისთვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის, ამავდროულად, ჩვენს დაცულ ტერიტორიებს აქვთ ძალიან დიდი პოტენციალი ეკოტურისტული მიმართულებით და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სწორად გამოვიყენოთ ეს პოტენციალი. ბოლო წლების განმავლობაში, 200 მილიონ ლარზე მეტია ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტირებული, როგორც კერძო სექტორის, ასევე, სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენს დაცულ ტერიტორიებზე ყოველწლიურად მზარდია ვიზიტორების რაოდენობა; მზარდია შემოსავალი როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოსი, ასევე, რაც მთავარია, იმ ადგილობრივი მოსახლეობის, ვინც ამ პროცესშია ჩართული ტურისტული მომსახურების განვითარების კუთხით. ეს არის ერთ-ერთი ძალიან კარგი შესაძლებლობა თემებისთვის, ჩაერთონ მომსახურების პროცესში, სერვისში, მიიღონ შემოსავალი; ჩვენ არაერთი ასეთი მაგალითი გვაქვს. ჩვენი პოლიტიკა სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ დავიცვათ ჩვენი ბუნება, ვიზრუნოთ მასზე და, ამავდროულად, მოვიზიდოთ მეტი ვიზიტორი, რაც რეგიონში კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური განვითარებისთვის შესაძლებლობას ქმნის“,- აღნიშნა ოთარ შამუგიამ. უწყების ცნობით, მედიატურის ფარგლებში, მონაწილეებმა ასევე ინფორმაცია მიიღეს ორთვიანი კამპანიის შესახებ, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს აეროპორტებში განთავსებულია ბანერები და საინფორმაციო მასალები გზავნილებით „აღმოაჩინე საქართველოს ბუნება“ და „საქართველო ღვინის სამშობლოა“. ჩამოსული სტუმრები ქვეყანაში შემოსვლისთანავე, საზღვარზე იღებენ ინფორმაციას საქართველოს უნიკალური ბუნების და ქართული ღვინის შესახებ.
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
ბოლო 5 თვეში მდინარაძემ კობახიძისგან მე 5-ე, გენერალ-მაიორის წოდება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)