|
2024-07-12 10:54:07, 586 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Car rental-ის სერვისის მესამე საერთაშორისო ბრენდმა ოპერირება დაიწყო
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება საერთაშორისო ბრენდმა Europcar-მა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. გაერთიანების ცნობით, ფრანგული Europcar-ი ქუთაისის აეროპორტისთვის მესამე საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მგზავრებს მანქანის გაქირავების სერვისს სთავაზობს. მათივე ინფორმაციით, კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდით, Goldcar-ითაც არის წარმოდგენილი, რომელიც მომხმარებლებს უახლესი, როგორც პრემიუმ კლასის ავტომობილების, ისე ბიუჯეტური ტიპის ავტომობილების გაქირავებას სთავაზობს. სერვისით სარგებლობა მგზავრებს ჩამოფრენის დარბაზში შეუძლიათ, სადაც Europcar-ი ოფისია განთავსებული. ავტოპარკი დაკომპლექტებულია უახლესი, სედანის ტიპის, ასევე მაღალი გამავლობის სხვადასხვა ბრენდისა და მოდელის ავტომობილით. ავტომობილების დაჯავშნა აეროპორტის მგზავრებს როგორც ადგილზე, ისე კომპანიის ვებგვერდზეც შეუძლიათ https://www.europcar.ge/ka/fleetguide საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა ხაზს უსვამს, რომ ინტერესი ქუთაისის აეროპორტის მიმართ ბიზნესის მხრიდან მაღალია. ,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეიდან, მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ მანქანის გაქირავების მესამე საერთაშორისო ბრენდის, Europcar-ის წარმომადგენლობით. შესაბამისად, მგზავრებს უკვე საშუალება აქვთ მათთვის სასურველი ავტომობილი აეროპორტშივე იქირაონ და მიიღონ ის სერვისი, რომელი მანქანების გაქირავებასთან არის დაკავშირებული. წარმატებებს ვუსურვებთ ახალ კომპანიას ქუთაისის აეროპორტში და რა თქმა უნდა, ყოველთვის მივესალმებით და ხელს შევუწყობთ ახალი სერვისების შეთავაზებას ჩვენი მგზავრებისთვის“,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. Europcar Georgia, 1949 წელს საფრანგეთში დაარსებული Europcar Internationally-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს 3 ტიპის სერვისს სთავაზობს: დღიური გაქირავება, საოპერაციო ლიზინგი და სატრანსპორტო მომსახურება.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)