|
2024-07-11 17:06:55, 555 ნახვა
საზოგადოება
საარჩევნო ადმინისტრაციამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეებსა და ტექნოლოგიებზე ინფორმაცია მიაწოდა
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც საარჩევნო სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, საინფორმაციო შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. "მან დეტალურად ისაუბრა არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა საქსტატის თანამშრომლებისთვის ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და ცესკოს თავმჯდომარემ ამომწურავად უპასუხა მონაწილეთა კითხვებს. შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა იმიტირებული კენჭისყრა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებმა პრაქტიკაში გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის ელექტრონული აპარატების მუშაობა“,- ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)