02:56 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 21:44:01, 370 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის მერი 2015 წლის სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოების გამოფენას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია, 2015 წლის სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოების გამოფენას და ფოტო-კატალოგის პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიება თბილისის მერიის დაფინანასებით მოეწყო. 

გამოფენა „სპორტფოტო 2015”, წინა წლებთან  შედარებით მონაწილეთა მეტი რაოდენობით და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. 2015 წლის შემაჯამებელ კატალოგში შევიდა დაუვიწყარი კადრები თბილისში გამართული: ძიუდოს საერთაშორისო ტურნირიდან, ევროპის ჩემპიონატიდან ძალოსნობაში, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიდან  „თბილისი 2015“, უეფას სუპერთასიდან და ა.შ

“ეს არის ძალიან საინტერესო გამოფენა, რადგან ერთიან სივრცეში ვნახეთ 2015 წლის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით ჩატარებული ყველა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება. გასულ წელს თბილისში ბევრი რამ გაკეთდა და ძალიან ბევრი ღონისძიება ჩატარდა  სპორტის ხელშეწყობის თვალსაზრისით.  განსაკუთრებით  გამოვყოფდი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს და უეფას სუპერთასის მატჩს. ორივე ბრწყინვალედ  ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, რამაც ჩვენი ქალაქისა და  ქვეყნის პოპულარობას კიდევ უფრო მეტად გაუსვა ხაზი. ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია არაერთი საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებისა და შეჯიბრის მასპინძლობა“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
პროექტის ავტორების განცხადებით, მსგავსი გამოფენები და კატალოგები გულშემატკივარში ქართული სპორტისადმი ინტერესის გაღვიძებას და სპორტის ამა თუ იმ სახეობის გაცნობა-პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. 

ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრნენ. 

წლევანდელ პროექტში მონაწილეობა 26-მა სპორტულმა ფოტოგრაფმა მიიღო, მათ შორის იყვნენ რეგიონების წარმომადგენლებიც. 2015 წლის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტო-კატალოგის ნახვა შესაძლებელია ელექტრონულადაც. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics