11:21 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-10 16:54:18, 1042 ნახვა

ომი უკრაინაში
ლიეტუვამ რუსეთის მიერ კიევში დაბომბილი ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად მილიონი ევრო გამოყო

ლიეტუვის მთავრობამ კიევში რუსეთის მიერ დაბომბილი ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.

როგორც ლიეტუვის პრემიერი აღნიშნავს, "ტერორისტული სახელმწიფოს შეჩერების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვების მხარდაჭერის გაზრდაა".

"ლიეტუვის მთავრობამ ახლახან 1 მილიონი ევრო გამოყო კიევში ბავშვთა საავადმყოფოს "ოხმატდიტის" და სხვა სამედიცინო ობიექტების აღსადგენად, რომელიც რუსეთმა ასე გამიზნულად, ვერაგულად გაანადგურა. ტერორისტული სახელმწიფოს შეჩერების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვების მხარდაჭერის გაზრდაა. უკრაინის აღდგენის ერთადერთი სამართლიანი საშუალება აგრესორის მიერ საფასურის გადახდაა", - წერს შიმონიტე.

შეგახსენებთ, რუსეთმა კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოზე იერიში 8 ივლისს მიიტანა, მომხდარის შედეგად დაიღუპა ათობით პირი და დაშავდა 100-ზე მეტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics