|
2024-07-10 14:56:57, 1172 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები ხორციელდება
შუახევის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მიმდინარე წელს, კედლის მოწყობა დაგეგმილია 65-ზე მეტ ლოკაციაზე, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 805 018 ლარამდე დაიხარჯება. "სამუშაოები ერთდროულად სხვადასხვა სოფლებში მიმდინარეობს, რამდენიმე ლოკაციაზე უკვე დასრულებულია. 10-ზე მეტ ღონისძიებაზე გამოცხადებულია ტენდერი, პარალელურად ხორციელდება შესყიდვები პროექტებისა, რომლებიც ტენდერების დასრულებისა და პროცედურების გავლის შემდეგ განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს შუახევის მერი ომარ ტაკიძე, პირველ მოადგილესთან, მირიან აბაშიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კეკელიძესთან ერთად, დაბა შუახევში და სოფელ ნიგაზეულში გაეცნო.
დაბაში, რუსთაველის ქუჩაზე აშენდა ფერდსამაგრი კედელი და მიმდინარეობს სანიაღვრე არხის მოწყობა. აქვე დაგეგმილია საცხოვრებელი სახლის გადახურვა და გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაზეც ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სოფელ ნიგაზეულში პროექტის ფარგლებში დასრულდა მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)