|
2024-07-10 14:00:22, 475 ნახვა
საზოგადოება
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს სატრანსპორტო საშუალებები გადაეცა
სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ მსუბუქი და მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ. „ხელმძღვანელმა პირებმა ავტომობილები დაათვალიერეს და მათ ტექნიკურ შესაძლებლობებს გაეცნენ. მთლიანობაში, სააგენტომ 96 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, SKODA OCTAVIA და MITSUBISHI L200 მიიღო. ახალი ავტომობილები სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებას, მობილურობის გაზრდასა და ლოჯისტიკური კომპონენტის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები სააგენტოს რეგიონული ცენტრებისა და მუნიციპალური განყოფილებების ხელმძღვანელ პირებსაც შეხვდნენ. მათ სააგენტოს მნიშვნელოვან როლზე გაამახვილეს ყურადღება, თანამშრომლებს მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს. თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ, რომლის მიზანია პროფესიულ სამხედრო სამსახურსა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევა და რეკრუტირება, ფუნქციონირება მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო. სააგენტო სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან თანამშრომლობს და მოქალაქეებს 8 რეგიონულ ცენტრსა და 81 მუნიციპალურ განყოფილებაში, გამარტივებული პროცედურებით, მომსახურების მაღალი ხარისხის მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მთლიანად თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის”, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)