|
2024-07-10 09:24:52, 912 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ და მოკავშირეები უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს გადასცემენ
ამერიკის შეერთებული შტატები, იტალია, ნიდერლანდები, გერმანია და რუმინეთი აცხადებენ, რომ კიევს დამატებით ხუთ საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემენ, მათ შორის "პატრიოტის" სარაკეტო ბატარეებსა და "პატრიოტის" კომპონენტებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, გეგმის მიხედვით, კიევი მიიღებს ოთხ "პატრიოტის" სისტემას შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან და რუმინეთიდან, ამ სისტემების კომპონენტებს ჰოლანდიიდან და სხვა პარტნიორებისგან, ასევე ერთ SAMP/T-ის ტიპის სისტემას, რომელსაც იტალია გადასცემს. "ჩვენ უკრაინას ვაძლევთ დამატებით სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მათ შორის დამატებით "პატრიოტის" ბატარეებს, რომლებიც შემოწირულია შეერთებული შტატების, გერმანიისა და რუმინეთის მიერ; ნიდერლანდების და სხვა პარტნიორების მიერ შემოწირული "პატრიოტის" კომპონენტები, რათა მოხდეს დამატებითი "პატრიოტის" ბატარეის ფუნქციონირება",- ნათქვამია ვაშინგტონში, ნატოს სამიტის გახსნაზე, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გამოსვლის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)