|
2024-07-09 16:36:55, 842 ნახვა
ეკონომიკა
„აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“, „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, 19.5 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა
"აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ" „გალტ & თაგარტის“ დახმარებით 19.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია წარმატებით განახორციელა. ტრანზაქციის საწყისი მოცულობა 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, თუმცა, ინვესტორების მხრიდან მაღალი მოთხოვნის გამო, მოცულობა 4.5 მილიონი დოლარით გაიზარდა. აღნიშნული ემისია 2024 წელს განხორციელებული ყველაზე დიდი საჯარო ტრანზაქციაა. "აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია" ისეთი მასშტაბური მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრების მფლობელ და მმართველ კომპანიას წარმოადგენს, როგორებიცაა: სითი მოლი საბურთალო, სითი მოლი გლდანი და სითი თაუერი. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბაზარზე კომპანიისთვის მეხუთე ემისიაა, რომელიც ექსკლუზიურად „გალტ & თაგარტის“ დახმარებით განხორციელდა. "აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია" კორპორატიული სექტორის პირველი წარმომადგენელია საქართველოში, რომელმაც ობლიგაციების შეთავაზებები პროგრამის საშუალებით დაიწყო და შედეგად, ძალიან მარტივი პროცედურის დაცვით, 1 წლის განმავლობაში, ერთზე მეტი შეთავაზების შესაძლებლობა გააჩინა. „კომპანია „გალტ & თაგარტთის“ დახმარებით საქართველოს კაპიტალის ბაზარზე უკვე მეხუთედ ახორციელებს საკმაოდ მოცულობით, 2024 წლის ყველაზე მასშტაბურ ტრანზაქციას. პირველად 2 წლის წინ, წარმატებით გამოვუშვით ჯამურად 30 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები არც თუ ისე მიმზიდველი ადგილობრივი თუ საერთაშორისო განვითარებების ფონზე. 2023 წელს კომპანიამ კიდევ ერთი, ჯამურად 45 მილიონი დოლარის პროგრამა დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც წარმატებით განათავსა ჯერ 20 მილიონი დოლარის, შემდეგ კი 5 მილიონი ევროს მოცულობის ობლიგაციები. მიმდინარე ტრანზაქციამ კი წარმატებით გამოიწვია ინვესტორების მოსალოდნელზე მაღალი დაინტერესება, რის შედეგადაც საწყისი, 15 მილიონი დოლარის მოცულობა 19.5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ფასიანი ქაღალდების გამოშვებით კომპანია წლებია ახდენს დაფინანსების დივერსიფიკაციას და ხარჯების ოპტიმიზაციას, რაც ჩვენი კომპანიის საკმაოდ ამბიციურ გეგმებს სწორად ეხმიანება. ახალი ემისიისთვის გადაჭარბებული დაინტერესება მიუთითებს ინვესტორების მხრიდან კომპანიის მიმართ მაღალ ნდობაზე და ხდის მათ ჩვენი წარმატების მნიშვნელოვან თანამონაწილედ. „აი ჯი დეველოფმენტისათვის“, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესისთვის, მნიშვნელოვანია ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარება და ვფიქრობთ, ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ პროცესში. დარწმუნებული ვართ, სამომავლო შეთავაზებებიც მსგავსი ინოვაციური ელემენტებით იქნება გამორჩეული და ამ შესაძლებლობისთვის, მადლობას ვუხდით „გალტ & თაგარტს, სხვა პარტიონერებსა და ინვესტორებს“, - აცხადებს მინდია საბანაძე, „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. „მოხარული ვარ, რომ გალტ & თაგარტის და "აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას" ექსკლუზიური პარტნიორიორობით უკვე მეხუთე ერთობლივი გარიგება განხორციელდა. ინვესტორთა მოთხოვნა მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა და შედეგად წლის უმსხვილესი ტრანზაქცია წარმატებით განვახორციელეთ. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველი საჯარო ტრანზაქციაც "აი ჯი დეველოფმენტ" ჯორჯიამ განახორციელა, ექსკლუზიურად გალტ & თაგარტის დახმარებით. ვიმედოვნებთ, მომავალში აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასთან" თანამშრომლობის ფარგლებში ბაზარს კიდევ არაერთ მსგავს, წარმატებულ გარიგებას და პროდუქტს შევთავაზებთ“, - აცხადებს ვანო კიკვილაშვილი, „გალტ & თაგარტის“ კაპიტალის ბაზრების სამსახურის უფროსი.
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)