21:28 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-09 14:33:19, 492 ნახვა

საზოგადოება
მსახიობი ქეთევან კიკნაძე გარდაიცვალა

მსახიობი ქეთევან კიკნაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი მსახიობის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქეთევან კიკნაძემ 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სწორედ ამავე წლიდან 1967 წლამდე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო, ხოლო 1967 წლიდან 1977 წლამდე რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა.

ქეთევან კიკნაძე გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალებში, როგორიცაა: მარიამი („შეხვედრა წარსულთან“, 1966 წელი), თინა („ტარიელ გოლუა“, 1968 წელი), ბეჩუნი პერტია („დათა თუთაშხია“, 1978 წელი), ზაზას დედა („თეთრი ბაირაღები“, 1990 წელი), მარგო („პრემიერა“, 1991), ქეთევან დედოფალი („წიგნი ფიცისა“, 1983), გულჩინა („ყავა და ლუდი“) და სხვა.

მონაწილეობდა 100-მეტ სპექტაკლში: ხატია („მე ვხედავ მზეს“), მაკა („ბუდე მეცხრე სართულზე“), ოგიუსტინა („რვა მოსიყვარულე ქალი“), ბეტი („ჩარლის დეიდა“) და სხვა.

ქეთევან კიკნაძეს მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 1999 წელს ღირსების ორდენის მფლობელი გახდა. 2005 წელს  მიიღო ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება. 1999  წელს  ღირსების ორდენი ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის; 1991  წელს ჯეიმს თაუნის (აშშ) საპატიო მოქალაქის წოდება, ხოლო 1987 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია; კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია და საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics