23:03 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-08 13:22:30, 322 ნახვა

საზოგადოება
უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროექტს ახორციელებს. 

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტის შედეგად ბაგები-წყნეთიდან უნივერსიტეტის ქუჩისკენ წამოსული ნაკადები გადანაწილდება და მოძრაობა განიტვირთება. 

„დავიწყეთ ახალი პროექტი, რომლის განხორციელების შედეგად, ბაგების ახალი ხიდიდან მომავალ ავტომობილებს პირდაპირ დააკავშირებს ქავთარაძის ქუჩასთან, შავიშვილის ქუჩის გავლით. ბაგები-წყნეთიდან წამოსული ნაკადები ძირითადად უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით მიდის. შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე მოხდება ნაკადების გადანაწილება და მოძრაობის განტვირთვა. სამუშაოები მომავალი წლის იანვარში მთლიანად დასრულებული იქნება. პირველ მონაკვეთზე გვირაბი გაკეთდება, რომელიც შავიშვილის ქუჩას გაივლის და ქავთარაძის ქუჩას დაუკავშირდება. 

პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ქალაქში მსგავსი სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

აღნიშნული გვირაბი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და  გასასვლელი მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება,  რომელიც პეტრე ქავთარაძის ქუჩასთან არის დაკავშირებული. 

პროექტის ფარგლებში, გვირაბის მისასვლელ-გამოსასვლელი პანდუსები და ტროტუარები მოწყობა. ასევე, ჩატარდება საიზოლაციო სამუშაოები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, დამონტაჟდება LED სანათები. ასევე, გვირაბის გასწვრივ რკინა-ბეტონის დამცავი კედლები მოეწყობა.

გვირაბში გათვალისწინებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა, თითო ზოლი თითო მიმართულებით. 

თბილისის მერთან ერთად, მიმდინარე სამუშაო პროცესს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გია აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და პარლამენტის დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე ადგილზე გაეცნენ. 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics