|
2024-07-07 17:43:06, 1150 ნახვა
რეგიონი
ბათუმში კონფერენცია - „გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ინტერვენციული მედიცინა - მიღწევები და გამოწვევები“ გაიმართა
ბათუმში, დღეს კონფერენცია, თემაზე „გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ინტერვენციული მედიცინა - მიღწევები და გამოწვევები“ გაიმართა, რომელსაც ორგანიზებას ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი „ავიცენა“ უწევდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კონფერენციის გახსნის ცერემონიას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე ესწრებოდნენ. მინისტრი მონაწილეებს სიტყვით მიესალმა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის - „გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების" შესახებ ისაუბრა. „აჭარაში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და სამინისტროს თანადაფინანსებით, სრულად იფარება გულის ქირურგია. 100 %-მდეა გაიზრდილი იმ სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომელიც არ არის განსაზღვრული DRG მეთოდით. ასევე, გულის და კორონალური არტერიების გეგმიური ანგიოგრაფია. პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია, მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ თანამედროვე სერვისების დანერგვას. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველა თქვენთაგანს და წარმატებები გისურვოთ“, - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ. კონფერენციას ასევე წამყვანი კარდიოქირურგები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)