2016-02-16 17:17:54, 631 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი: კომპანიებისთვის ყველა სერვისის მიწოდება ერთი ფანჯრის პრინციპით მოხდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კივირიკაშვილმა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთნ შეხვედრაზე მმართველობითი რეფორმის შესახებაც ისაუბრა.
კერძოდ, კომპანიებისთვის ერთი ფანჯრის პრინციპი ამოქმედდება და ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ ყველა სერვისი სამინისტროებში მიუსვლელად მიიღონ.
„რეფორმების მეორე ბლოკი ეს იქნება მმართვეკლობითი რეფორმა, კომპანიებისთვის ერთი ფანჯრის პრინციპით მოხდება აბსოლუტურად ყველა სერვისის მიწოდება იმისათვის, რომ ბიზნესმენებმა სამინისტროებში აღარ იარონ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან