|
2024-07-06 13:01:54, 1130 ნახვა
რეგიონი
საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ეგიდით, დღეს ბათუმში, კონფერენცია „ზრუნვა მომავალზე - ინოვაციები ნეონატოლოგიაში“ გაიმართა
საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ეგიდით, დღეს ბათუმში, კონფერენცია "ზრუნვა მომავალზე - ინოვაციები ნეონატოლოგიაში" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე. "უკვე მერამდენედ ვიღებ მონაწილეობას ამ კონფერენციის გახსნის ცერემონიაში და ეს ჩემთვის დიდი პატივია. უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურება თითოეული თქვენგანი და მინდა მადლიერება გამოვხატო თქვენი საქმიანობის მიმართ. ჩვენ, ჯანდაცვის წარმომადგენლები ვალდებულები ვართ თქვენი საქმიანობა დავაფასოთ და ის ფინანსური რისკები, რაც მოქალაქეების წინაშე დგას მინიმუმამდე დავიყვანოთ, დაგეხმაროთ ახალი სერვისების დანერგვაში, ვინაიდან ბავშვის ჯანმრთელობა არის უმნიშვნელოვანესი. ის, რასაც კონკრეტული ასოციაცია აკეთებს, არის ამ სფეროს განვითარების წინა პირობა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ და წარმატებები გისურვოთ", - აღნიშნა სიტყვით მისალმებისას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას წამყვანი ნეონატოლოგები, პედიატრები, გინეკოლოგები, ოჯახის ექიმები და სოფლის ექიმები ღებულობენ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)