23:03 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-05 12:37:42, 289 ნახვა

საზოგადოება
საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 9 აგვისტომდე იქნება შესაძლებელი

საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 5 ივლისს დაიწყო და 9 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, დაინტერესებული ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია მეთორმეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები.

“გამოქვეყნებულია: სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და გურიის რეგიონების 184  ერთეული საძოვრის მონაცემები საერთო ფართობით 12 440 ჰა. მათ შორის, ასპინძა - 4, ახალციხე - 2, ნინოწმინდა - 15, ბორჯომი  - 23, დმანისი - 17, წალკა - 2, მარნეული - 5,  დედოფლისწყარო - 23,  საგარეჯო - 4, თელავი - 4, სიღნაღი - 13, ყვარელი - 5, ახმეტა - 4, გურჯაანი - 3,  ლაგოდეხი - 3, მცხეთა - 4, ყაზბეგი - 2, დუშეთი - 1, გორი -  9, კასპი - 1, ქარელი - 2, ხაშური - 4, წყალტუბო -  13, ბაღდათი - 1, ვანი -  6, ზესტაფონი - 1, ჭიათურა - 2, სენაკი - 2, წალენჯიხა - 1, ხობი -  2, ონი - 2, ლანჩხუთი -  3.

პროგრამის ფარგლებში, 2022 წლიდან დღემდე მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სააგენტომ შეარჩია და 12 ეტაპად გამოაქვეყნა იჯარით გასაცემი 48 287 ჰექტარი საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის მონაცემები და განახორციელა დაინტერესებული პირების განაცხადების მიღება. ამავე პერიოდში იჯარით გაიცა 15 500 ჰექტარი საძოვარი.  

მეთორმეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge   www.mepa.gov.ge).

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან ხორციელდება. იგი მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დეგრადაციისგან დაცვასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებას“,- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

მეთორმეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:  https://land.gov.ge/Ge/Projects/Ongoing/1013





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics