23:02 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-05 12:16:48, 266 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრომ, ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს, გრიგოლ მუხაძის სამედიცინო არქივი გადასცა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში იმყოფებოდა. სარჯველაძემ მუზეუმი დაათვალიერა და იქ დაცულ ექსპონატებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრომ, მუზეუმს, ქართული ქირურგიის ფუძემდებლის და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის სამედიცინო არქივი გადასცა, რომელიც უწყებამ კულტურის სამინისტროს დახმარებით მოიძია.

“მიხეილ სარჯველაძემ ქართული ქირურგიის განვითარებაში აკადემიკოსის დამსახურებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გრიგოლ მუხაძემ საქართველოში ქირურგიის ეპოქა შექმნა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აკადემიკოსის სამედიცინო და სამეცნიერო მოღვაწეობა ქართული მედიცინისთვის მრავალმნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკავშირდება, შესაბამისად, მისი ხელნაწერები, სამედიცინო სახის საბუთები და ბროშურები უფრო ფართო აუდიტორიისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. 

გრიგოლ მუხაძე იყო ქართველი ქირურგი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერებისა და პრაქტიკული ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში; ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი. მან დააარსა და სათავეში ჩაუდგა სისხლის გადასხმის ცენტრალურ სადგურს, რომელიც მისივე ინიციატივით, გადაკეთდა სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად; შექმნა ქირურგიის უძლიერესი სკოლა, სადაც უამრავი ქირურგი გამოზარდა.

მედიცინის ისტორიის მუზეუმში, მინისტრთან ერთად, მისი მოადგილეები თამარ გაბუნია და თეა გიორგაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი, უნივერსიტეტისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics