|
2024-07-04 15:03:04, 389 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის ერთ-ერთი მონაკვეთი და მიმდებარედ არსებული ფერდობები დაასუფთავეს. ტერიტორია გაიწმინდა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ. „მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ზღვის სანაპირო ზოლს და მიმდებარე ტერიტორიას რეგულარულად ვასუფთავებთ, მაინც დიდი რაოდენობით გვხვდება სხვადასხვა ტიპის ნარჩენი. მოვუწოდებთ ადგილობრივ მოსახლეობას და აქ მოსულ სტუმრებს, შევინარჩუნოთ სისუფთავე, გავუფრთხილდეთ რეკრეაციულ სივრცეებს და საყოფაცხოვრებო ნარჩენი მოვათავსოთ მხოლოდ კონტეინერებში. რაც შეეხება სამშენებლო ნარჩენს, გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეღავათიან ფასად შეუძლია ასეთი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთჯერადი ან გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებაც შეუძლიათ. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდზე - https://www.tbsg.ge. გლდანის ობიექტზე სამშენებლო ნარჩენის განთავსების ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად: 1-დან 5 ტონამდე - 9 ლარი; 5-დან 10 ტონამდე - 18 ლარი; 10-ტონა და მეტი - 30,6 ლარი. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)