|
2024-07-02 17:37:44, 789 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის Ads მენეჯერზე შეხვედრას გამართავს
"საქართველოს ბანკი", როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი მათთვის საუკეთესო პრაქტიკებისა და შესაძლებლობების გაზიარებას განაგრძობს. ამ მიზნით, 4 ივლისს, 19:30 საათზე ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯში ბანკის ორგანიზებით სასტუმრო სექტორისა და დასვენების სფეროს წარმომადგენლებისთვის ვორკშოპი გაიმართება. ღონისძიება 2 ნაწილად დაიყოფა. პირველ ნაწილში საინვესტიციო ბანკის- გალტ & თაგარტის სექტორული კვლევების სამსახურის უფროსი, კახა სამყურაშვილი დასვენების სფეროში მიმდინარე ტრენდებს, სიახლეებსა და კვლევის მიგნებებს მიმოიხილავს. მეორე ნაწილში კი "საქართველოს ბანკის" ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი, გიორგი კინწურაშვილი ისაუბრებს იმ პროდუქტებზე, რომლებიც ბიზნესებს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში ეხმარება. ინსტრუმენტები, რომლებსაც გიორგი კინწურაშვილი მიმოიხილავს, ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ზაფხულის პერიოდში მეტ მომხმარებელს გააცნოს საკუთარი პროდუქცია, გაზარდოს გაყიდვები და შექმნას უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილება. რაც მთავარია, დაინტერესებული ბიზნესები ღონისძიების განმავლობაში მიიღებენ დეტალურად ინსტრუქციას, თუ როგორ შექმნან შეთავაზება "საქართველოს ბანკის" Ads მენეჯერით, რომელიც ბიზნესს "საქართველოს ბანკის" 1 400 000-ზე მეტ მომხმარებელთან აკავშირებს, მობილბანკის, sCoolApp-ისა და Offers.bog.ge-ს საშუალებით. ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის "საქართველოს ბანკის" ბიზნეს მომხმარებლები უნდა ესტუმრონ ამ ბმულს. თუ ჯერ არ ხართ "საქართველოს ბანკის" მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)