10:02 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-02 15:51:53, 660 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევისადმი მიძღვნილი მეოთხე პლენარული შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევისადმი მიძღვნილი მეოთხე პლენარული შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო.

მინისტრის მოადგილემ ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„ცირკულარული ეკონომიკა ნარჩენების მართვის პლატფორმაა, რომელზეც ბოლო 4 წელი აქტიურად ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, აღსრულების ნაწილში არაერთი გამოწვევა გვაქვს, თუმცა, ეტაპობრივად მივიწევთ წინ. ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის გზამკვლევი სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება, რომელზე დაყრდნობითაც ეროვნული სტრატეგია შეიქმნება; გზამკვლევში გაიწერება პროგრამა და განისაზღვრება ღონისძიებები“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

დღეისათვის, გარემოს დაბინძურება და კლიმატის ცვლილება მსოფლიო გამოწვევაა. ევროპული „მწვანე შეთანხმებით“ ევროკავშირი აყალიბებს ახალ მიდგომებს, რომელსაც იზიარებს საქართველო და ეტაპობრივად ნერგავს არაერთი მიმართულებით. 

ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა წარმოებისა და მოხმარების მეთოდების ძირფესვიან, სისტემურ ცვლილებებს მოითხოვს, რაც გამართული პოლიტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოს შემოღებას ითვალისწინებს. ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული გზამკვლევის შემუშავება დაიწყო, რაც სტრატეგიულ გეგმას წარმოადგენს; გზამკვლევი გრძელვადიან ხედვასა და მის მისაღწევად საჭირო ძირითად ინიციატივებს განსაზღვრავს. გზამკვლევი ევროკავშირის ცირკულარული ეკონომიკის 2020 წლის სამოქმედო გეგმას ეფუძნება, რომელიც „მწვანე შეთანხმების“ ძირეული ნაწილია.

საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევისადმი მიძღვნილი მეოთხე პლენარული შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics