01:59 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-02 10:49:32, 279 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ TechXplore ღონისძიება

"თიბისი", USAID-თან პარტნიორობით, 3-6 ივლისს, განსხვავებული კონცეფციისა და გამოცდილების ტექღონისძიებას TechXplore-ს გამართვას.

TechXplore-ის მიზანია, ხელი შეუწყოს Cross-functional გუნდებში მუშაობის გამოცდილების მიღებას, პროექტის ფარგლებში აკუმულირებული ცოდნის დემონსტრირებასა და პრაქტიკაში ინტეგრაციას, კომუნიკაციის, კოლაბორაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს, პროექტის ,,TBC X USAID -ტექნოლოგიური განათლებისთვის”, 150-მდე მონაწილე. ასევე, სფეროს ტექლიდები, მენტორები და Agile ქოუჩები.

ოთხი დღის განმავლობაში გუნდები, რომლებიც დაკომპლექტდებიან ტექნოლოგიურ სფეროში სხვადასხვა მიმართულებების კომპეტენციების მქონე მონაწილეების მიხედვით, ლექტორ-მენტორების ჩართულობით, იმუშავებენ იდეის ირგვლივ, რომლის მიზანი კონკრეტული პროექტის ტექგადაწყვეტილებაზე მუშაობა იქნება.

TechXplore-ის მეოთხე დღეს გაიმართება გუნდების ინოვაციური ტექიდეებისა და პროექტების წარდგენა, რომლის ფარგლებშიც მოწვეული ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს და გაიმართება დაჯილდოების ცერემონია. საპრიზო ფონდი მოიაზრებს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების 15 000 ლარის ექვივალენტ აქციებს.

TechXplore-ის მენტორინგ პროცესში მონაწილეობენ ტექგუნდის წევრები როგორც "თიბისიდან", ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან - Space, თეგეტა და Spectre, რომლებიც ასევე ჩაერთვებიან დაჯილდოების პროცესში და გამარჯვებულებს გადასცემენ სიმბოლურ საჩუქრებს.

TechXplore-ის მასპინძელია კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics