14:59 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-01 19:07:26, 485 ნახვა

მსოფლიო
ტუსკი - ულტრამემარჯვენეები უკვე არიან ხელისუფლებაში ან მისკენ ისწრაფვიან - პოლონეთში ეს ფატალური ტალღა შევცვალეთ

ულტრამემარჯვენეები უკვე არიან ხელისუფლებაში ან მისკენ ისწრაფვიან ევროპის აღმოსავლეთით და დასავლეთით, პოლონეთში ბოლო მომენტში შევცვალეთ ეს ფატალური ტალღა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენეების გამარჯვების შემდეგ წინადადებით გამოდის.

„მათ უყვართ პუტინი, ფული და ძალაუფლება კონტროლის გარეშე. ისინი უკვე არიან ხელისუფლებაში ან მისკენ ისწრაფვიან ევროპის აღმოსავლეთით და დასავლეთით. ისინი ევროპარლამენტის რიგებს უერთდებიან. პოლონეთში ჩვენ ბოლო მომენტში შევცვალეთ ეს ფატალური ტალღა. მოდით, ნუ დავკარგავთ ამას“, - წერს დონალდ ტუსკი X-ზე.

ცნობისთვის, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის პარტია ლიდერობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics