03:34 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-30 11:16:50, 282 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში საერთაშორისო სასტუმროების ბრენდის, ibis Styles პირველ ობიექტი გაიხსნა

საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი ibis Styles აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად დაათვალიერა.

„ბოლო წლების განმავლობაში, ბათუმი მართლაც გადაიქცა ევროპაში წამყვან ტურისტულ და საინვესტიციო მიმართულებად. ძალიან მახარებს, რომ ბათუმში ინტენსიურად იხსნება ახალი ტურისტული ობიექტები, ახალი სასტუმროები, რაც მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ქალაქმა ღირსეულად უმასპინძლოს  ვიზიტორებს

მზარდი ტურისტული ნაკადების ფონზე" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ახალი სასტუმროს კონცეფცია მთლიანად სპორტულ თემატიკაზეა აგებული. პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 15 მლნ დოლარს შეადგენს. დასაქმდა 50-ზე მეტი ადამიანი. ibis Styles სტუმარმასპინძლობის სექტორში  წამყვანი საერთაშორისო კომპანიის - Accor-ის ბიუჯეტური სასტუმროების ბრენდია, რომელიც არაერთ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ibis Styles Batumi შავი ზღვის სანაპიროზე Accor-ის პირველი სასტუმრო





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics