03:35 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-29 15:05:23, 292 ნახვა

საზოგადოება
9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლების პროცესი მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონში 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„პირველი, რაც კეთდება, არის მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, რომელიც, როგორც ნახეთ, მძიმე მდგომარეობაში იყო.   შესაბამისი კომპანიები ჩართულები არიან და ივლისის ბოლოს, ვფიქრობთ, ყველანაირად დავასრულებთ სამუშაოებს და კეთილმოწყობას. 

არ შეიცვლება პარლამენტის გვერდით არსებული საფეხმავლო ბილიკი. დანარჩენი, ყველაფერი მოწესრიგდება. გარდა ამისა, სამუშაოებით შევედით პარლამენტის უკანა ქუჩაზეც, რომელიც გვინდა, მოვაწესრიგოთ და მთლიანად  განვაახლოთ.  

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება განათების ახალი ბოძები და LED სანათები", - განაცხადა კახა კალაძემ. 

პროექტის სანახავად ადგილზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ აბაშიძე.

აღსანიშნავია, რომ სამუშაოების მიმდინარეობის გამო, 9 აპრილის ქუჩაზე მოძრაობა სრულად შეიზღუდა. ამასთან, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩაზე აიკრძალა ავტომობილების პარკირება და მოძრაობა შესაძლებელია ორმხრივად, ხოლო ჩიტაძის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვალა და მოძრაობა შესაძლებელია  ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით.

პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1.5 მლნ ლარით დაფინანსდა და მას ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics