03:35 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-29 12:54:01, 292 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ბავშვთა საავადმყოფოში ახალ ცვლილებებს გაეცნო - ვიდეო

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი დასავლეთ საქართველოში საერთაშორისოდ აკრედიტებული პირველი პედიატრიული სამედიცინო ცენტრი გახდა.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან და ოფიციალურ სტუმრებთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელებულ ძირეულ სისტემურ ცვლილებებსა და განახლებულ სამედიცინო ინფრასტრუქტურას გაეცნო. კლინიკური ხარისხისა და პაციენტთა უსაფრთხოების უმაღლესი სტატუსი ჰოსპიტალს ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიასთან (AACI) რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად მიენიჭა.

AACI არის „ჯანმრთელობის დაცვის, ხარისხისა და შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ (ISQua/IEEA) აკრედიტებული წევრი, რომელიც ჯანდაცვის სერვისების განვითარების მიზნით მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო სტანდარტებს შეიმუშავებს. კომისიის მიერ აკრედიტებულია ამერიკის, ევროპისა და აზიის წამყვანი სამედიცინო ცენტრები.

ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ბათუმის იაშვილის ჰოსპიტალი აჭარის რეგიონში არსებული მულტიპროფილური ცენტრია, სადაც დედათა და ბავშვთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. ჰოსპიტალში ფუნქციონირებს მეორე-მესამე დონის პერინატალური ცენტრი, რომელიც მოიცავს სამეანო-გინეკოლოგიურ სერვისს და უზრუნველყოფს ახალშობილების ინტენსიური თერაპიის სრულფასოვან სპექტრს. ასევე, ჰოსპიტალი რეგიონის მოსახლეობას ბავშვთა გადაუდებელი დახმარების სერვისს 24 საათის განმავლობაში აწვდის.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics