03:27 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-28 13:40:44, 275 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - საპილოტე პროექტის ვადა, რომლითაც სასკოლო ავტობუსებს საავტობუსო ზოლში მოძრაობის უფლება მიეცემათ, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა

საპილოტე პროექტის ვადა, რომლითაც სასკოლო ავტობუსებს - M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, საავტობუსო ზოლში მოძრაობის უფლება მიეცემათ, 2025 წლის პირველ ივლისამდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, საპილოტე პროექტში მხოლოდ სამი სკოლა ჩაერთო, რაც მიღებული შედეგების გასაანალიზებლად არასაკმარისი აღმოჩნდა.

„მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა წესი, რომლითაც სკოლის ავტობუსებს - M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, გარკვეული პირობებით, მიეცათ საავტობუსო ზოლში გადაადგილების შესაძლებლობა. აღნიშნული რეგულაცია სატესტო რეჟიმში, 2024 წლის პირველი იანვრიდან პირველ ივლისამდე მოქმედებდა. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში, აღნიშნული შესაძლებლობით მხოლოდ თბილისის სამმა სკოლამ ისარგებლა, რაც საკმარისი არაა იმისთვის, რომ საბოლოო დასკვნები გავაკეთოთ, თუ რა გავლენას იქონიებს პროექტის ამოქმედება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ვადა კიდევ ერთი წლით, 2025 წლის პირველ ივლისამდე გავახანგრძლივოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დედაქალაქის სკოლების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთონ და მათ პროგრამის პირობები შეახსენა.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სკოლების წარმომადგენლებს, ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამაში. შეგახსენებთ, სასკოლო ავტობუსი იმოძრავებს მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ მარშრუტზე, მხოლოდ სამუშაო დღეებში - 06:00-დან 09:00 საათამდე და 14:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში. საავტობუსო ზოლში მათ შეეძლებათ მხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე შეჩერება არაუმეტეს ერთი წუთისა, ისევე, როგორც ეს განსაზღვრულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში. შაბათ-კვირას, ოფიციალურ უქმე დღეებში და სამუშაო დღეების სხვა დროის მონაკვეთებში, ავტობუსის ზოლში მოძრაობის, ასევე დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით მოძრაობის შემთხვევაში, სასკოლო ტრანსპორტი დაჯარიმდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics