03:26 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-28 12:36:25, 261 ნახვა

საზოგადოება
ცესკოს წარმომადგენლებმა დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საერთაშორისო ექსპერტთან ერთად იმსჯელეს

საარჩევნო კომისიის (ცესკო) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაში სახელწოდებით - „არჩევნებში ტექნოლოგიების გამოყენების დროს დეზინფორმაცია და მისი მართვა“ მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრაზე კარგი პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩილეს საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარენ აჰუეს ეჩევერია, საერთაშორისო ექსპერტის რანგში, იყო მიწვეული.

კარენ აჰუეს ეჩევერიამ მონაწილეებს საკუთარი ექსპერტული ცოდნა და რეკომენდაციები ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე გააცნო, როგორიც არის დეზინფორმაცია და მასთან გამკლავების ეფექტური მექანიზმები.

როგორც მან შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, დეზინფორმაცია 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, სწორედ ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან  კარგი პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„ამ შეხვედრის განმავლობაში მე დავინახე როგორ უმკლავდება საარჩევნო ადმინისტრაცია სხვადასხვა გამოწვევებს და რა მიღწევები აქვთ ამ მიმართულებით. ვფიქრობ, საქმე  რომელსაც ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების გუნდი აკეთებს, ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ძალიან სწორი მიმართულებით მიდიან მათ შორის დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით. ჩილეს და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს მსგავსი გამოწვევები და ამ შეხვედრაზე სწორედ ამ გამოწვევებთან გამკლავების ჩვენ გამოცდილებაზე და მიღწევებზე ვისაუბრე. განვიხილეთ რამდენად შესაძლებელია ჩვენი წარმატებული პრაქტიკის საქართველოში ადაპტირება“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ კარენ აჰუეს ეჩევერიამ.

თავის მხრივ, დეზინფორმაციასა და მის გავლენაზე, დეზინფორმაციასთან დაკავშირებული გამოწვევებსა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე ვრცლად ისაუბრეს სტრატეგიული კომუნიკაციების საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების წარმომადგენლებმაც.

სამუშაო შეხვედრების დასრულების შემდეგ კარენ აჰუეს ეჩევერია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

„სამუშაო შეხვედრების ფარგლებში ჩილეს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჩვენ თანამშრომლებს გაუზიარა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შესახებ, რომლებსაც ჩილეს საარჩევნო ადმინისტრაცია ერთის მხრივ დეზინფორმაციასთან ბრძოლის, მეორეს მხრივ კი ამომრჩეველთა ინფორმირების კუთხით იყენებს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა რომლის შედეგებიც განვიხილე მასთან შეხვედრისას. ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებში ამ მიმართულებით არსებულ გამოცდილებაზე და იმ ეფექტური მექანიზმების დანერგვაზე, რომლის მეშვეობით ამომრჩევლები მიიღებენ ზუსტ და ვერიფიცირებულ ინფორმაციას“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ჩილეს საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ცესკოს წარმომადგენლებთან შეხვედრები 22-25 ივნისს გამართა.

ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics