|
2024-06-27 16:21:24, 334 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
მიმდინარე წლის 27 ივნისს, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, თბილისში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, საავიაციო უწყებების მიერ განხილულ იქნა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის რეგულარული ოპერირების დაწყების ტექნიკური ასპექტები, მათ შორის საავიაციო ბაზრებზე არსებული ვითარება, ძირითადი მარეგულირებელი სტანდარტები და ფრენის სიხშირეები. "გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად განისაზღვრა ფრენის სიხშირეები: საქართველოსა და კორეის დანიშნულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ რეგულარული სამგზავრო/სატვირთო ფრენები განახორციელონ კვირაში 7 სიხშირით. საქართველოსა და კორეის საავიაციო უწყებები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას აღნიშნული პროცესის ხელშესაწყობად. საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება 2018 წელს დაიწყო. ავიაკომპანია Korean Air-მა საქართველოს მიმართულებით სეზონური ფრენები მიმდინარე წლის მაის-ივნისშიც შეასრულა",- აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)