13:39 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-26 16:22:42, 401 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი სტარტაპერის“ მხარდაჭერით „აქსელი“ საერთაშორისო კონფერენციას მართავს

2024 წლის 30 ივნისს აქსელი, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელი, „თიბისი სტარტაპერთან“,  EBAN (European Business Angel Network)-თან და GBAN (Global Business Angel Network)-თან პარტნიორობით, Ciskari Garden-ში მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს ინვესტიციების შესახებ. ღონისძიება უკვე მესამედ ტარდება და უდიდესი მნიშვნელობა ექნება ადგილობრივი სტარტაპების განვითარებისთვის. Შეხვედრას დაესწრებიან:
უცხოელი ანგელოზი ინვესტორები;

  • ქართველი ანგელოზი ინვესტორები;
  • ვენჩურული ფონდების წარმომადგენლები;
  • სტარტაპები და ანტრეპრენერები;
  • მეწარმეობით დაინტერესებული ადამიანები და მოწვეული სტუმრები.

„აქსელის“ პორტფელში არსებული ტექნოლოგიური სტარტაპები აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან და ბიზნესის განვითარებისათვის ინვესტიციის მოზიდვას შეეცდებიან. კონფერენცია, ასევე, პანელური დისკუსიებისა და პრეზენტაციების ნაწილსაც მოიცავს, სადაც მოწვეული სპიკერები საქართველოს საინვესტიციო ეკოსისტემაზე ისაუბრებენ.  

„აქსელი“ საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს,  საქართველოში ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, "ჭკვიანი ფულის" ინვესტიციების ფასილიტაციით. ქსელი 2021 წლის ივნისში დაარსდა და ამ ეტაპზე, 90 ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს და ჯამში 3.000.000 ლარზე მეტი აქვს დაინვესტირებული ტექნოლოგიურ სტარტაპებში.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შეგიძლიათ tkt.ge-ზე: https://t.ly/rW-6G





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics